თბილისში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
"პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ახლა პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს კაცს, ვინც ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკის დაყაჩაღება სცადა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებით დეტალებს "პირველები" ამ წუთებში არკვევს.