ახალი წელი გაყინულ მანქანებში და რამდენიმე კილომეტრიან საცობში - ლარსი ისევ ჩაკეტილია

03.01.24 20:36
ახალი წელი გაყინულ მანქანებში და რამდენიმე კილომეტრიან საცობში - ლარსი ისევ ჩაკეტილია

 

 

ახალი წელი გაყინულ ავტომანქანაში და რამდენიმე კილომეტრიან საცობში - ტრაილერების მძღოლების კოშმარი არ მთავრდება. ლარსი ისევ ჩაკეტილია. ასეულობით სატვირთო ავტომობილი ამ დრომდე ელოდება, როდის გაიხსნება მათთვის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ტრაილერების 8-კილომეტრიანი რიგი კობიდან იწყება და ლარსზე სრულდება. უკვე რამდენიმე კვირაა, მძღოლები ყაზბეგის გაუსაძლის ყინვას საკუთარ მანქანებში ებრძვიან. არანაკლებ რთული ვითარებაა რუსეთის მხრიდანაც, სადაც საზღვრის გახსნას ორი ათასამდე მანქანა ელოდება.

ვრცლად ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.