უმძიმესი შემთხვევა გლდანში - შსს ამ დრომდე ეძებს ორ კაცს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს გაუსწორდნენ

03.01.24 20:28
უმძიმესი შემთხვევა გლდანში - შსს ამ დრომდე ეძებს ორ კაცს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს გაუსწორდნენ

ამ დრომდე იძებნება ორი მამაკაცი, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს სასტიკად გაუსწორდნენ - უმძიმესი შემთხვევები გლდანში მოხდა. ირკვევა, რომ სკვერში, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, მამაკაცი ძაღლს გაეკიდა და დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. კიდევ ერთ მიუსაფარ ცხოველს კი მოქალაქე არბალეტით გაუსწორდა.  

ადგილობრივები, რომლებმაც ეს ყველაფერი დაინახეს, გაოგნებულები არიან. თვითმხილველები ყვებიან, რომ ეს ცხოველების წინააღმდეგ სასტიკი ანგარიშსწორების პირველი შემთხვევა არ არის. მიუსაფარ ძაღლებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მძიმე ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა სავარაუდო დამნაშავე მამაკაცები ჯერ იდენტიფიცირებულები არ არიან.