ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა - რა უძღოდა წინ ტრაგედიას და რა გახდა დანაშაულის სავარაუდო მოტივი?
ბათუმში კაცმა ცოლი ეჭვიანობის გამო დამამძიმებელ გარემოებაში მოკლა. ბრალდებულმა ზვიად ბერიძემ დანაშაული გამომძიებლებთან აღიარა, სასამართლოზე კი დუმილი არ დაურღვევია და არც თავის მართლება უცდია. მოსამართლემ თქვა, რომ ეს იყო გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული და კაცი პატიმრობაში გაუშვა. ბერიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. დღემდე ის პირობით სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა
ქმარმა ცოლი ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოკლა. ტრაგედიას წინ უძღოდა კონფიქტი. ჩხუბის შემდეგ 44 წლის კაცმა ქალს მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, მომაკვდავი ცოლი ბინაში დატოვა და ადგილიდან გაიქცა. სახლში შესულ მეზობლებს ქალი სისხლის გუბეში დახვდათ. მოძალადე ქმარი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა
რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში?- ვრცლად ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.