როგორ აწამებდა და ასახიჩრებდა კაცი ცოლს - "პირველებმა" უმძიმესი ამბის ამსახველი კადრები მოიპოვა

05.01.24 20:03
როგორ აწამებდა და ასახიჩრებდა კაცი ცოლს - "პირველებმა" უმძიმესი ამბის ამსახველი კადრები მოიპოვა

 

 

 

როგორ აწამებდა და ასახიჩრებდა კაცი ცოლს - "პირველების" ხელშია გახმაურებული საქმის მასალები და უმძიმესი კადრები. ექსკლუზიურ ვიდეო კადრებში  ჩანს სასტიკად ნაცემი და დასისხლიანებული ცნობილი ექიმი, რომელიც მოძალადე ქმარს ეხვეწება, კარი გაუღოს იმ ხალხს, ვინც მის შველას ცდილობს. გურანდა აბულაშვილი მიყენებული ჭრილობების გამო   ბოლოს გონებას კარგავს. ქმარს მისი დასახიჩრებისთვის ერთი დანა რომ გაუტყდა, მეორე აიღო.  

ბოლოს კაცმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ყვება, რატომ გაუსწორდა ასეთი სისასტიკით მეუღლეს. ამ შემზარავი ისტორიის შესახებ პირველად "ტვ პირველის" მაყურებელმა "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერის მეშვეობით შეიტყო. მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედმა თანამშრომელმა ცოლს 38 ჭრილობა დანით და სახრასნისით მიაყენა,თუმცა ჩინოვნიკი ციხეს გადაურჩა. ექპერტიზამ დაადგინა, რომ ლევან გადელია შეურაცხადია და მოძალადე კაცი საკნის ნაცვლად ხონის ფსიქიატრიულში აღმოჩნდა, რომელსაც 4 წელში დატოვებს. დაზარალებული მეუღლე დარწმუნებულია, რომ დასკვნა გაყალბებულია და ხელახალ გამოძიებას ითხოვს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.