უამინდობა და გზაზე ჩამოცვენილი ლოდები - ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი მაგისტრალი ისევ პარალიზებულია

05.01.24 20:35
უამინდობა და გზაზე ჩამოცვენილი ლოდები - ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი მაგისტრალი ისევ პარალიზებულია

 

 

უკვე მეორე დღეა პარალიზებულია ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. გზაზე კლდიდან ჩამოშლილი ლოდები ჯერ ისევ ყრია. ადგილზე სპეცტექნიკა მობილიზებულია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები უამინდობის გამო ვერ იწყება. ასევე, ტექნიკის ამუშავების შემთხვევაში არსებობს დამატებით ლოდების ჩამოცვენის საფრთხე.  

სვანეთში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. ტერიტორიას პატრული აკონტროლებს და გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი.  მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე გეოლოგები ტერიტორიის შესამოწმებლად ავიდნენ, თუმცა სამუშაოები რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო ვერ იწყება. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, გზის კიდევ რომელ  მონაკვეთზე არსებობს საფრთხე, რომ წინასწარ პრევენცია მოხდეს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.