მილიონიანი ავტობუსები ბაზის ნაცვლად ბულაჩაურის ორღობეში - სად წავიდა კალაძის დაპირება
მილიონიანი ავტობუსები საქართველოშია, თუმცა ორ კვირაზე მეტია ბულაჩაურის ორღობეში უფუნქციოდ, კერძო პარკინგზე ჰყავთ გაჩერებული. 259 მილიონი ბიუჯეტიდან კალაძემ ისე გადაიხადა, რომ საგანგებოდ ნაყიდი 18-მეტრიანი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელი ბაზა ქვეყნაში არ არსებობს. სპეციალური სადგომის მშენებლობისთვის "ოცნების" შემწირველ კომპნია "ქონსთრაქშენ სერვისს" მილიონები გადაუხადეს, თეთრ სიაშიც შეიყვანეს, თუმცა ბაზა ჯერ არ ჩანს. პროექტის დასრულებამდე კი "ოცნების" ფავორიტ კომპანიას ოთხი თვე დარჩა, თუმცა ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ მიწის მოსწორების სამუშაოებია დაწყებული.
სკანდალურ თემაზე კითხვების დასმას კი დღეს "პირველების" გადამღები ჯგუფის მიმართ ძალადობის მუქარა მოჰყვა - ამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ირღვევა თუ არა ხელშეკრულების პირობები და სად გაქრა კალაძის დაპირება, რომ უმაღლესი სტანდარტის ავტობუსებით მოქალაქეები გადაადგილებას დეკემბრიდან შეძლებდნენ - დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.