ქვათაცვენა, მეწყერი და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - საქართველოს რეგიონებში თოვლმა პრობლემები შექმნა
იმერეთი, აჭარა, რაჭა და სამცხე-ჯავახეთი - საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თოვლმა უმძიმესი პრობლემები შექმნა. დილიდან ქვათაცვენის და კლდის მასივის ჩამოშლის გამო ჩაკეტილი იყო მამისონის უღლტეხილი. კილომეტრიან საცობში რამდენიმე საათი მოუწიათ დგომა დასავლეთიდან მომავალ მგზავრებს რიკოთის უღელტეხილზეც. მეორე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი და დენის და გათბობის გარეშეა ადიგენის რაიონის 6 სოფლის მოსახლეობა. იმერეთში კი მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მდინარე ძირულა კი ძლიერი წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა და სავტომობილო გზა თითქმის დაფარა.
დეტალები ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.