ბუნებრივმა აირმა ქუთაისში ერთი ოჯახის 5 წევრი მოწამლა - ისინი, ამ დრომდე, კლინიკაში რჩებიან
მოზარდი, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული მძიმე ინტოქსიკაციით მოიწამლა, ახლაც კლინიკაში რჩება. მასთან ერთად კლინიკაში რჩებიან მისი ოჯახის წევრებიც. შემთხვევა ქუთაისში ნიკეას დასახლებაში მოხდა. ბუნებრივმა აირმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჟონა და ერთი ოჯახის 5 წევრი მოწამლა. საფრთხის გამო კორპუსს გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდათ, ადგილზე სპეციალისტები ახლაც მუშაობენ. დაზარალებულები კი კლინიკაში რჩებიან.
დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.