თურქეთის ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანია "ყაზბეგის" წარმოებული ქართული ლიმონათი რუსული ეტიკეტით იყიდება

07.01.24 09:01
თურქეთის ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანია "ყაზბეგის" წარმოებული ქართული ლიმონათი რუსული ეტიკეტით იყიდება

თურქეთის ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანია "ყაზბეგის" წარმოებული ქართული ლიმონათი რუსული ეტიკეტით იყიდება. ფოტოს თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს.

გიორგი ჯანჯღავას გავრცელებულ ფოტოზე ყურადღებას რუსული ეტიკეტი იქცევს. დასახელება "Груша" რუსულ ენაზეა დატანილი, აქვეა თურქული ანოტაციაც. 

რატომ იყიდება ქართული პროდუქტი თურქეთში რუსულენოვანის ეტიკეტით? ეს კითხვა ელჩის გვერდზე სოცქსელში საქართველოს
მოქალაქეებმაც დასვეს.

ცნობისთვის, ფოტოზე არ ჩანს არცერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი,  კომპანია ყაზბეგს ეტიკეტზე ჰქონდეს დატანილი ინფორმაცია, რომ ამ პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა საქართველოა.

NS