თბილისში საშობაო ალილოსთვის ემზადებიან
თბილისში საშობაო ალილოსთვის ემზადებიან. მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. უკვე მზადაა საგანგებოდ ამ დღისთვის შეკერილი ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის შექმნილი სამოსი.
დედაქალაქში მალე გამოჩნდება ის ურმებიც, რომლებიც სპეციალურად შობის დღესასწაულისთვის კასპის რაიონიდან, სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.
შობის მახარობლებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ბავშვია, პირველი გაჩერება საქართველოს პარლამენტის შენობასთან იქნება. ალილოს მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდებიან. თბილისის ქუჩებში შეგროვებულ ნობათს სამებაში მიიტანენ, შემდეგ კი შემოწირულობა ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.