თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - მიზეზი, სავარაუდოდ, პიროტექნიკაა

07.01.24 11:17
თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - მიზეზი, სავარაუდოდ, პიროტექნიკაა

ხანძარი თბილისში - ქიქოძის 15 ნომერში ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი კორპუსის მესამე სართულზე ღამით გაჩნდა. საცხოვრებელი ბინის ორი ოთახი სრულად დამწვარია.

რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ უცნობია. შემთხვევის დროს სახლი ცარიელი იყო. ხანძარს ძაღლი შეეწირა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკა გახდა. 

ადგილზე ამ დრომდე მეხანძრე მაშველები მუშაობენ, რომლებიც  ნახანძრალ ტერიტორიას ათვალიერებენ.