პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - კაციტაძის უწყებამ გამოძიება დაიწყო

07.01.24 12:00
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - კაციტაძის უწყებამ გამოძიება დაიწყო

"ტვ პირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. კაციტაძისს უწყებამ ახლა უნდა დაადგინოს, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც გუშინ "პირველების" გადამღებ ჯგუფს ბულაჩაურში ავტოსადგომის გადაღების უფლება არ მისცა და მუშაობაში ხელი შეუშალა.  ეს ის ავტოსადგომია, სადაც თბილისისთვის განკუთვნილი ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები ჰყავთ გაჩერებული.  

"ტვ პირველის" ჟურნალიტს და ოპერატორს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაემუქრა, სცადა კამერის დაზიანება და ფიზიკური ანგარისშოწორება.

მაშინ, როდესაც "ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფმა დავიწყეთ 18 მეტრიანი ავტობუსების გადაღება, გაღიზიანდნენ "აიტი ტრანსის" დაცვის თანამშრომლები, ცდილობდნენ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინათ როგორც ჩემი ოპერატორისთვის, ასევე ჩემთვისაც, ცდილობდნენ დაემტვრიათ ჩვენი კამერა. ამის შემდგომ დავტოვეთ ჩვენი კერძო ავტოსადგომის ტერიტორია, თუმცა გარე ტერიტორიიდანაც გავაგრძელეთ გადაღება. აქაც არ გაჩერდნენ ისინი, აქაც შეეცადნენ ჩვენი აპარატურის დაზიანებას, - ამბობს "ტვ პირველის" რეპორტიორი საბა სიჭინავა.