ზვავსაშიშროება და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - უამინდობა მაღალმთიან აჭარაში
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობა და უამინდობაა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება. უხვი ნალექის გამო გართულებულია გადაადგილებაც. პრობლემებია ცენტრალურრ გზებზე. ქედაში ზვავსაშიშროებაა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.