აჭარაში საშობაო მსვლელობა დაიწყო

07.01.24 13:19
აჭარაში საშობაო მსვლელობა დაიწყო

თბილისის მსგავსად საშობაო მსვლელობა იმართება აჭარაშიც. სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ ბათუმში, ქობულეთში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ისმის საგალობლები.

წელსაც ალილოს მონაწილეეებს შორის ტრადიციულად ბევრი მოზარდია. შობის მახარობლებს რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. შეგროვილი ნობათები დღის ბოლოს უპატრონო ბავშვთა სახლებს დაურიგდებათ.