პოლიტიკური აქცენტებისგან თავშეკავებული იყო - თეოლოგი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე

07.01.24 13:37
პოლიტიკური აქცენტებისგან თავშეკავებული იყო - თეოლოგი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე

თეოლოგი ლელა ჯეჯელავა ფიქრობს, რომ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე თავშეკავებული იყო, რადგან საპატრიარქომ ჯერ არ იცის, როგორ გავითარდება პოლიტიკური პროცესები. ამასთან, ჯეჯელავა იმ საკითხების მნიშვნელობაზეც  საუბრობს, რომელიც ეპისტოლეში იყო ნახსენები. 

მე მიმაჩნია, რომ ეს თავშეკავება პოლიტიკური აქცენტებისგან განპირობებული იყო იმით, რომ ჯერ კიდევ მათ არ აქვთ მკაფიო სურათი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. ეს არ არის ცუდი, თუ ეკლესიაში დაიწყეს იმის გააზრება, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რა ფუნქცია და როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, ემოციური ინტელექტის გასაძლიერებლად. იმის აღნიშნვნა, რომ ევროპა დგას ქრისტიანულ ფასეულობებზეარის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.