საშობაო ალილო თბილისში - დედაქალაქის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა
მსვლელობა დაიწყო - საშობაო ალილოს მონაწილეები სამების ტაძრისკენ მიდიან. თეატრალიზებულ მსვლელობას გზადაგზა ხვდებიან მოქალაქეები. მოხუცებისთვის, მიუსაფარი და ობოლი ბავშვებისთვისს ნობათი ურემზე გროვდება. მსვლელობას მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი ბავშვები მიუძღვებიან.
თბილისის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა. ყველა ერთად ქველმოქმედებისთვისაა გაერთიანებული. საშობაო მსვლელობის მონაწილეეები ცოტა ხნის გაჩერდნენ პარლამენტთან. საკანონდებლო ორგანოსთან შობის მახარობლებს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდნენ.
შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. მნიშვნელოვანია დღეა დღეს, როდესაც კიევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთი არის თითოეული ჩვენგანის გულში. სიკეთე, სიყვარული უნდა სუფევდეს თითოეული ჩვენგანის გულში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში და ამ შეგრძნებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
თეატრალიზებულმა სანახაობამ სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღო.