8 ლარის ნაცვლად 19 ლარი - „საქართველოს ფოსტამ“ ამანათების გაგზავნის საფასური გაზარდა
„საქართველოს ფოსტამ“ ამანათების გაგზავნის საფასური გაზარდა. 124%-ით გაძვირდა ორ კილოგრამდე ამანათის მიტანა საქართველოს მასშტაბით. 8 ლარის ნაცვლად მომსახურება 19 ლარი გახდა.
გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვისცენტრიდან გატანის საფასურიც. ახლა ეს თანხა 14 ლარს შეადგენს. მომსახურების ტარიფების გაძვირება შეეხო საერთაშორისო გადაზიდვებსაც. სიაშია ამერიკა, იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი და თურქეთი.
"პირველები" გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით კითხვების დასმას "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელობასთან შეეცადა, თუმცა იქ კომენტარს არ აკეთებენ.
"პირველები" იმონლაინ მაღაზიების წარმომადგენლებს ესაუბრა, რომლებიც "საქართველოს ფოსტის" მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ. მათი თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე ახლა ფასის გაზრდა მოუწევთ ან ორმაგი გადასახადის გადახა თავად მომხნმარებლებს მოუწევთ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ იძულებულები არიან ახლა კერძო კომპანიებს მიმართონ.
ადამიანებს, ვისაც გვაქვს ონალინ მაღაზია და ვისაც გვიწევს ჩვენი პრუდიქციის გაგზავნა "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით, მოგვიწევს პროდუქციაზე ფასის აწევა ან მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გაორმაგებული საფასური მიტანის, რაც ძალიან საზიანო იქნება ჩვენი ბიზნესისთვის, - ამბობს ანა კობილევა.