პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ტკბილეული გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საშობაო ტკბილეული და საჩუქრები რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მსვლელობის მონაწილეებს გადასცეს. ინფორმაციას პრეზიდენის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შობის დღესასწაულს ვულოცავთ ალილოს მონაწილეებსა და სრულიად საქართველოს. შობა არის ყველაფრის ახლის დაწყების, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული და ვისურვებთ, რომ მომავალ წელს მთელი ქვეყანა ამ განწყობით იყოს,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ელენე გახარიამ.