თბილისში ალილოს მსვლელობა დასრულდა - ტაძარში საშობაო პარაკლისი დაიწყო
თბილისში ალილოს მსვლელობა დასრულდა. დედაქალაქში შეგროვებული ნობათი, ტანსაცმელი და საჩუქრები უკვე სამებაშია. წუთი წუთზე ტაძარში საშობაო პარაკლისი დაიწყება. ალილოს მონაწილეები ახლა სასულიერო პირების გამოჩენას ელოდებიან. მათ სამების საკათედრო ტაძარში საზიემო ზარებით დახვდნენ.
სადღეასწაულო მსვლელობა თბილისში პატრიარქის ინიციატივით ჩატარდა. დღეს შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებში და ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.