"ძვალი და ტყავია დარჩენილი" - მოშიმშილე პატიმრის, ბექა ცერცვაძის ჯანმრთელობა დამძიმდა
მოშიმშილე პატიმრის, ბექა ცერცვაძის ჯანმრთელობა დამძიმდა. ოჯახი და ადვოკატი მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. პატიმარი თვეზე მეტია მშრალ შიმშილობაზეა. ის ახლა ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული, მაგრამ ახლობლებს პენიტენციური დაწესებულების მიმართ უნდობლობა აქვთ. ცეცრვაძე თავს უკანონო პატიმრად აცხადებს, სწორედ ამიტომ მიმართა მან პროტესტის უკიდურესს ფორმას.
დაკავებულის ინტერსების დამცველი ჯერ კიდევ 28 ეკემბერს სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული იყო. ეს ფაქტი სასამართლო პროცესზე გაცხადდა, როდესაც პატიმრის დაუძლურების გამო სხდომა საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. საბადრაგო სამსახური წარმომადგენლები მის ეტაპირებას ვერ ახერხებდნენ.
ადვოკატი ახლა ცერცვაძისთვის სასჯელის გაავადებას ან მის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.
ვნახეთ ბექა ცერცვაძის მდგომარეობა პროცესზე. ამის შემდეგ მან გააგრძელა შიმშილობა და ერთი თის თავზე უკვე პენიტენციური სამსახური იძლებული გახდა, რომ იგი გადაეყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, N 18 ადწესებულებაში, სადაც იგი კვლავ აგრძელებს შიმშილობას. მე ბექა ცერცვაძე ბოლოს ვნახე 3 იანვარს და მინდა გითხრათ, რომ მისი მგომარეობა მართლა უკიდურესად მძიმეა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძვალი და ტყავია დარჩენილი ადამიანი, მაგრამ მაინც ბიოლომდე აგრძელებს ბრძოლას. ცერცვაძე, პირველ რიგში, აპროტესტებს იმას, რომ მის მიმართ გახორციელებულ ძალადობაში მხილებული პოლიციელები კვლავ აგრძელებენ მუშაობას, ზოგიერთი დააწინაურეს კიდეც და რომ გამოძიება არის ძალიან ტენდენციური და მიკერძოებული ამ საქმესთან მიმართებაში. ასევე ითხოვს, რომ მის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ცრუ მოწმეებმა აგონ პასუხი, - ამბობს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
ჯაბა კოჭლამაზაშვილი