ბახტრიონის ქუჩა სამი თვეა გადათხრილია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

07.01.24 17:25
ბახტრიონის ქუჩა სამი თვეა გადათხრილია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

დაზიანებული გზა და დროში გაწელილი სამუშაოები - თბილისში, ბახტრიონის ქუჩა სამ თვეზე მეტია გადათხრილია, მაგრამ დედაქალაქის მერიამ მისი რეაბილიტაცია ვერ მოახერხა. ასფალტს ბზარებს ყოველდღე ემატება.

ადგილობრივებიის თქმით, გზის დაზიანებული მონაკვეთი საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, მათ შორის ბავშვებს, რომლებიც ველოდიპედით სეირნობენ. ადგილობრივები ამბობენ,რ ომ ადგილზე მხოლოდ ექსპერტი იყო მისული.

დისკომფორტი ნამდვილა არის. აქ იყო უკვე შემთხვევა, მოპედით კურიერი დაგვემტვრა ანუ არ იყო გამაფრთხილებელი ნიშნები, - ამბობს მოქალაქე. 

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება. 

დღეგამოშვებით თუ არა ყოველდღე მანქანები ეჯახება ერთმანეთს ამ ადგილზე. ავარია ხდება. ჯერ ერთი, რა გამოსათხრელი იყო, ჯერ შეესწავლათ გელოგიურად და მერე გამოეთხარათ. გამოვიდა ხალხი, იყო მშვენიერი კორტები, - ამბობს მოქალაქე.  

"პირველები" საკითხის გასარკვევად თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათ განმარტებები არ გაუკეთებიათ.