თეთრი ბაირაღები და გალობა - თბილისსა და რეგიონებში ალილოს მსვლელობა გაიმართა
საშობაო ალილო დასრულებულია. თბილისსა და რეგიონებში შეგროვებული ნობათი და თბილი ტანსაცმელი ახლა დახარისხების პროცედურას გადის. რამდენიმე საათში საჩუქრებს ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებში გააგზავნიან.
პატრიარქის კურთხევით 24 წლის წინ აღდგენილი რიტუალი წელსაც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. თეატრალიზებული სანახაობის მონაწილეებმა გზა რუსთაველიდან სამებამდე თეთრი ბაირაღებით და გალობით გაიარეს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.