იტალიაში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მკვლელობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ პიზაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 32 წლის კაცს ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივი მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს, ის მკვლელის თანამზრახველია და ასევე საქართველოს მოქალაქე. მკვლელობის მოტივებზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სასტიკი მკვლელობა პიზაში, 5 იანვარს, ღამით მოხდა.