ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

08.01.24 14:19
ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

 დიდი და პატარა სატივეს (სოფლების) დამაკავშირებელ გზის ნაპირას [მიწის] მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა - ინფორმაციას და ფოტოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 "პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.