სენაკში 44 წლის კაცს მიკროავტობუსი შეეჯახა - მოქალაქე ადგილზე დაიღუპა

08.01.24 14:56
სენაკში 44 წლის კაცს მიკროავტობუსი შეეჯახა -  მოქალაქე ადგილზე დაიღუპა

სენაკში, სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს მიკროავტობუსი შეეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. 

როგორც შინანაგან საქმეთა სამინისტროში TVPIRVELI.GE-ს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.