მოპოვებულია ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები (ვიდეო)

08.01.24 16:14
მოპოვებულია ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები (ვიდეო)

 

 

მოპოვებულია ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები - კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები.

თბილისის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ყველა წევრი ისევ თავისუფალია. 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე ათობით სათვალთვალო კამერის  წინ გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის ფაქტი პოლიციამ ამ დრომდე ვერ გახსნა.

ტელეწამყვანის მტკიცებით, დანებით და ხელკეტებით  შეირაღებული დაჯგუფება მას და მის მეგობარს თავს გუშინ საღამოს  დაესხა.

"პირველებთან" ნაზღაიძე ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ირკვევა, რომ აგრესიულ დაჯგუფებასთან დაპირისპირება მინიმუმ  30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იქ არც საპატრულო და არც კრიმინალური პოლიცია არ გამოჩენილა.