უმძიმესი ტრაგედია ბოლნისში - ავტომობილი არასრულწლოვან ძმებს დაეჯახა, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა

08.01.24 17:59
უმძიმესი ტრაგედია ბოლნისში - ავტომობილი არასრულწლოვან ძმებს დაეჯახა, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა

უმძიმესი ტრაგედია ბოლნისში - სოფელ ბალახაურში ავტომობილი ძმებს შეეჯახა, ორივე მათგანი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ ავტისაგზაო შემთხვევა მაშინ, მოხდა, როცა ძმები გზის პირას ბოსტნეულს ყიდდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტს მოზარდების დედაც შეესწრო, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალიც დაშავდა. 

პოლიციამ ავტომობილის მძღოლი იქვე დააკავა.  შემთხვევა დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

 ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. 

ფოტო: aktual.ge