ხმა უნდა ამოვიღოთ საპატრიარქოს პოლიტიკაში და არჩევნების ჩარევის პრობლემაზე - ნათელაშვილის საგანგებო ბრიფინგი
სასულიერო პირები არ უნდა ერთვებოდნენ პოლიტიკურ პროცესებში და წინასაარჩევნო კამპანიაში - ეს განცხადება დღეს საგანგებო ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გააკეთა.
შალვა ნათელაშვილმა ილია მეორეს სთხოვა, გააკონტროლოს ეს საკითხი, რადგან ოპოზიციონერ პოლიტიკოის მტკიცებით, აქვს ინფორმაცია რომ მაღალი იერარქები ღვთისმსახურებს აიძულებენ მრევლი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განაწყონ.
ხმა უნდა ამოვიღოთ საპატრიარქოს პოლიტიკაში და არჩევნების ჩარევის პრობლემაზე. სანამ უმაღლესი სამღვდელოება მატერიალური დაინტერესებით აიძულებს, საშუალო დონის ღვთისმსახურებს, რომ მათ მოახდინონ გავლენა მრევლზე, და ოლიგარქის რეჟიმს დაუჭირონ მხარი, მანამდე ჩვენი საქმე და რწმენის საქმე იქნება ძალიან ცუდად.
მივმართავ, საპატრიარქოს - შევქმნათ სპეციალური კომისია, რომელიც გააკონტროლებს ღვთისმსახურთა ჩარევებს საარჩევნო, პოლიტიკურ საკითხებში" - განაცხადა ნათელაშვილმა.