როგორ გაძარცვეს ათობით მანქანა ერთ ღამეში თბილისში - ექსკლუზიური კადრები
ექსკლუზიური კადრები, რომელიც თბილისში მანქანების მასიური ძარცვის ასახავს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე სამართალდამცველების ხელშია, თუმცა გომელაურის უწყებას ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს.
დიდ დიღომში 10-მდე მანქანა ერთ ღამეში რამდენიმე დღის წინ გაძარცვეს. მოპარულია საბანკო ბარათები, ძვირადღირებული სათვალეები და სხვა აქსესუარები.
ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღო და 30-მდე დაზარალებული გამოკითხა.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ არასრულწლოვნებით დაკომპლექტებული დაჯგუფების უკან კონკრეტული პირები დგანან, ვისთანაც ნაქურდალი ნივთები და ფული საბოლოოდ მიდის.