ამოვიცნობთ, აუცილებლად აგებენ პასუხს - გიორგი ნაზღაიძე გავრცელებულ კადრებზე
ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე იმ აგრესიული დაჯგუფების დასჯას ითხოვს, რომელიც მას და მის მეგობარს 5 იანვარს თავს დაესხა და სიცოცხლის მიპოსბით ემუქრებოდა.
ტელეწამყვანი დღეს გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა და თქვა, რომ კამერების ჩანაწერებს პოლიცია აქტიურად სწავლობს.
დღეს მესამეჯერ ვიყავი პოლიციაში, დღეს რა ინფორმაცია მომაწოდეს, არის ის, რომ მასალის 60% ამოღებულია, გაეცნენ, მიდის გამოკითხვები, დაკითხვები, ეტაპობრივად ყველა ინფორმაციას გამაგებინებენ.
ამ ეტაპზე ამოცნობა არ მომხდარა, თუმცა ის ვიდეო-მასალა, რომელიც ინტერნეტსივრცეში აქტიურად არის გავრცელებული, იქ ამ მოზარდების, თუ არასრულწლოვანების ოჯახის წევრებს მარტივად შეუძლიათ, ამოიცნონ თავისი შვილები. ჩვენც ამოვიცნობთ, მათ და აუცილებლად აგებენ პასუხს"- ამბობს "პირველებთან" გიორგი ნაზღაიძე.
გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები "ტვ პირველმა" დღეს მოიპოვა - კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები.
თბილისის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ყველა წევრი ისევ თავისუფალია. 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის ფაქტი პოლიციამ ამ დრომდე ვერ გახსნა.