თბილისში ერთ ღამეში 30-მდე ავტომობილი გატეხეს - ვინ ფიგურირებს საქმეში და რატომ ვერ აკავებს პოლიცია დამნაშავეებს

08.01.24 20:03
თბილისში ერთ ღამეში 30-მდე ავტომობილი გატეხეს - ვინ ფიგურირებს საქმეში და რატომ ვერ აკავებს პოლიცია დამნაშავეებს

მანქანების სერიული ძარცვა თბილისში - "პირველების" ხელშია კადრები, რომელიც  დანაშაულს ასახავს. ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში სერიული ძარცვის მხოლოდ ერთი  ეპიზოდი ჩანს. 3 ახალგაზრდა კაცი  ღამის საათებში დიდი დიღმის ერთ-ერთ ქუჩაზე  ნიღბების გარეშე  გადაადგილდება. ისინი "ტოიოტას" მარკის ავტომობილთან მიდიან,  ფანჯარას ამტვრევენ  და მანქანის ძარცვას იწყებენ. სავარაუდოდ მათ იციან, რომ ადგილზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა ეს მძარცველებს არ აფერხებს. 

ეს კადრები სამართალდამცავებმაც ამოიღეს, თუმცა გომელაურის უწყებას ჯერ დაკავებული არავინ ჰყავს.  ერთ-ერთი ვერსიით,  დედაქალაქში გადაადგილდება არასრულწლოვანების ჯგუფი, რომელიც ავტომობილებს თავს ესხმის,    იპარავენ  ძვირადღირებულ ნივთებს, საბანკო  ბარათებს და ანაღდებენ თანხებს. 30-მდე დაზარალებული მხოლოდ დიდ დიღომშია. თუ  დადასტურდა, რომ  მანქანებს მასობრივად  არასრულწლოვანები ძარცვავენ, მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება კანონის მიხედვით ვერ მოხდება.