გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმაში არასრულწლოვანებიც ფიგურირებენ? - რა ჩანს კადრებში და რას ითხოვს ტელეწამყვანი
თავდასხმა დანებით, ხელკეტებით და სკამებით. მოპოვებულია გიორგი ნაზღაიძეზე ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეო კადრები. მობილურით გადაღებული რამდენიმე წამიან მასალა დაპირისპირების მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს. კადრებში ჩანს 10-მდე პირი, რომლებიც ორბელიანის მოედანზე, ხალხმრავალ ადგილზე ტელეწამყვანს მისდევენ, ესვრიან სკამებს და სხვადასხვა ნივთებს. თავდამსხმელების მხრიდან გარკვევით ისმის დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
კადრების მიხედვით, დანაშაულში სავარაუდოდ ფიგურირებენ არასრულწლოვანები. მათი იდენტიფიცირება მასალით ადვილად არის შესაძლებელი, თუმცა ორი დღის შემდეგაც კი პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს. დაზარალებული ტელეწამყვანი საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოიკითხეს. ნაზღაიძე ითხოვს, რომ მუქარის მუხლი, რითაც საქმე აღიძრა, გადაკვალიფიცირდეს.
თავდასხმა გიორგი ნაზღაიძეზე - ყველა დეტალი ლიზა ლასარეიშვილის ჩართვიდან