ვირუსების აფეთქება ქვეყანაში - მოსალოდნელია თუ არა საწოლფონდის კოლაფსი?

08.01.24 20:21
ვირუსების აფეთქება ქვეყანაში - მოსალოდნელია თუ არა საწოლფონდის კოლაფსი?

ვირუსების აფეთქება ქვეყანაში - ამ დროისთვის ერთად ცირკულირებს კოვიდ 19 და ე.წ ღორის გრიპი.  ვირუსი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, რის გამოც ციციშვილისა და იაშვილის სახელობის კლინიკები გადავსებულია.  საწოლების დეფიციტი, რომ თავიდან იქნას აცილებული, მედიკოსები რეკომენდაციით მშობლებს მიმართავენ. ექიმები ითხოვენ, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე არ მიმართონ სამედიცინო  ცენტრებს და  თავდაპირველად დახმარება ოჯახის ექიმებს სთხოვენ

თბილისის გარდა რთული მდგომარეობაა რეგიონებშიც. მართალია, ჯანდაცვის მინისტრი არ აღიარებს, თუმცა მედიკოსები პირველებს უყვებიან, რომ  ადგილები კლინიკებში პრაქტიკულად არ არის. 

"ეს დასაწყისია"- ამბობენ ექიმები და აანონსებენ, რომ  პიკი ვირუსის  მასშტაბური გავრცელების ჯერ კიდევ წინ არის. თუმცა არც ახლაა დაგვიანებული  მოსალოდნელი ვითარების თავიდან აცილება.  ამისთვის საჭიროა,   ვაქცინის  გაკეთება, განსაკუთრებით    5 წლამდე ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის, რადგან ისინი რისკ ჯგუფში შედიან.