სარაკეტო შეტევა უკრაინაზე - მძიმე ცნობები ცხელი წერტილებიდან
კიდევ ერთი მძიმე დღე უკრაინაში. რუსეთის მასირებულ შეტევებს ბოლო ინფორმაციით 4 ადამიანი ემსხვერპლა. 30-ზე მეტი კი დაჭრილია. ხმელნიცკი, ხარკოვი და დნეპრო და ზაპოროჟიე - ეს ოლქები იყო დღეს პუტინის არმიის მთავარი სამიზნე. დანგრეულია ათეულობით სახლი და ადმინისტრაციული შენობა. საერთო ჯამში საოკუპაციო ძალებმა უკრაინული ქალაქების მიმართულებით 51 ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი გაუშვეს. დრონები თავდაცვის სისტემებმა სრულად გაანეიტრალა, თუმცა რაკეტების ნაწილი მიზანს მისწვდა.
სარაკეტო შეტევა უკრაინაზე - ინა ცარციძე დეტალებით