თურქული გემები გუდაუთაში - ვინ გასცა ლიცენზია

08.01.24 20:30
თურქული გემები გუდაუთაში -  ვინ გასცა ლიცენზია

ვინ გასცა ლიცენზია თურქულ გემებზე, რომლებიც ოკუპირებული გუდაუთის  სანაპიროზე  თევზჭერას ახორციელებენ. საქართველოს ორი  პასუხისმგებელი სამინისტრო ამ დრომდე დუმილის რეჟიმში იმყოფება. არადა გავრცელებული  კადრების მიხედვით, სახეზეა რამდენიმე კანონდარღვევა, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონის. ახლა საგარეო საქმეთა ან  გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა განმარტოს, შევიდნენ თუ არა თურქული გემები  ოფიციალური ნებართვის გარეშე  ოკუპირებულ აფხაზეთში და თუ ეს ასეა, რა იქნება საქართველოს მთავრობის პასუხი. 

თუ  თურქული გემები საქართველოს გვერდის ავლით, ნეიტრალური წყლებით შევიდნენ ოკუპირებულ გუდაუთაში, გამოდის რომ მთავრობას კონტროლის ყველა ბერკეტი ხელიდან აქვს გაშვებული. გუდაუთის სანაპიროდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ  არ არის დაცული საერთაშორისო კონვენციებით  დადგენილი დისტანცია თევზჭერის დროს, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. კითხვებზე პასუხებს ითხოვენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებსაც აინტერესებთ, რატომ არავინ უშლის ხელს თურქული გემების სავარაუდოდ უკანონო საქმიანობას უკვე ერთი კვირაა.
 

თურქული გემები გუდაუთაში - დეტალები გუგა არჩვაძის რეპორტაჟში