მარნეულში სასტიკად ნაცემი ძაღლი მოკვდა - მოძალადე დაკავებულია
დაკავებულია კაცი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე სასტიკად იძალადა. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ძაღლის სასტიკი წამების ვიდეო გუშინ, გავრცელდა. ფაქტს საზოგადოების პროტესტი მალევე მოჰყვა, უფლებადამცველები მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ და მოძალადის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.