ტრაგედია ბოლნისში - tvpirveli.ge-სთვის ბალახაურში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
tvpirveli.ge-სთვის ბოლნისის რაიონში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - საუბარია, სოფელ ბალახაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რასაც ორი მოზარდი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, დეიდაშვილებს ავტომობილი მაშინ შეეჯახა, როცა 14 წლის ბიჭები გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ.
ავარიის შედეგად დაშავდა მოვაჭრე ქალი, რომელიც მრავლობითი მოტეხილებიებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავდნენ ავტომობილში მყოფი პირებიც.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მარნეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის ნაილ აბდულაევია, რომელიც ბოლნისში დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.
"სსიპ -ქ.მარნეულის #1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მერვე კლასის მოსწავლის ნაილ აბდულაევის, ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე დაღუპული ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის მოსწავლე იყო.