შეიძლება, მომავალ აგრესიას და საქართველოს სრულ ოკუპაციას უკავშირდებოდეს - ქაცარავა ახალ სანგრებზე
რისთვის ემზადება რუსეთი? - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ არ უთქვამს, რა რეაგირება მოახდინა იმ უკანონო სამუშაოებზე, რომელიც ამ წუთას საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას თქმით, ახალი სანგრები სალბიერისა და გრემისხევის მიმდებარე, დიდი ალბათობით, შესაძლოა მომავალ აგრესიას და საქართველოს სრულ ოკუპაციას უკავშირდებოდეს.
სალბიერისა და გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ ახალი ბლინდაჟი , რომელიც კეთდება რუსეთის მიერ. თუმცა, ეს ბლინდაჟი არის ერთ-ერთი მორიგი სანგარ-სავალი, რომელიც საოკუპაციო რეჟმმა დაიწყო 2023 წლის მარტიდან. აქედან მოყოლებული ჩვენ დავაფიქსირეთ ბევრი ადგილი, სადაც მიმდინარეობს ასეთი მზადება. ასეთი სანგარ-სავალის მომზადება გახლავთ ნიშანი იმისა, რომ გარკვეული მოქმედებებისთვის ემზადებიან. პირველი, რაც უნდა მოხდეს ჩვენი მზრიდან, ეს არის ახალი საგუშაგოების გახსნა შესაბამის რეგიონებსა და ლოკაციებზე, იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული. რუსეთი არასოდეს მიატოვებს ფიქრს და გეგმას საქართველოს სრული დამონების შესახებ. დიდი ალბათობით, ამ ტიპის მზადება შეიძლება უკავშირდებოდეს მომავალ აგრესიას და საქართველოს სრულ ოკუპაციას", - ამბობს დავით ქაცარავა.
რუსი ჯარისკაცები გრემისხევთან სანგრებს თხრიან და საგუშაგოებს აწყობენ. ახალი ბანერი დაამონტაჟეს სოფელ სალბიერთან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის გავრცელებულ კადრებში სამხედრო ფორმიანები ჩანან, აღმართულია რუსეთის დროშაც.