ფემიციდის შემთხვევა თბილისში - ქმარმა ცოლი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა
თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა - 30 წლამდე კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა.
27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
"პირველების" ინფორმაციით, კაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ, თვითდაზიანებაც მიიყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"პირველების" ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება.