პატიმრების გარდაცვალების მიზეზი არასათანადო მკურნალობა იყო - ომბუდსმენი

23.06.21 17:54
პატიმრების გარდაცვალების მიზეზი არასათანადო მკურნალობა იყო - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პარლამენტში - ნინო ლომჯარიამ გახმაურებულ საქმეებთან ერთად ყურადღება პატიმრების არასათანადო მდგომარეობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, 2015-18 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების გარდაცვალების მიზეზი ხშირ შემთხვევაში  არასათანადო მკურნალობა იყო. 

2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 2015-18 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში არ გაეწეოდათ, - აღნიშნა ომბუდსმენმა.