გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ "ოცნებას" არ ეთანხმება - ტურაშვილი
მწერალ დათო ტურაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან მისი თქმით, გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ "ოცნებას" არ ეთანხმება და ბევრჯერ ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლება.
სამწუხაროდ, არ არის კარგი ინფორმაცია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტეს, ამ ადგილასაც ჰყავდეთ ადამიანი, ვინც არ იქნება გიორგი კეკელიძესავით პრინციპული და არ ექნება თავისი განსხვავებული პოზიცია. ეს ძალიან მარტივად თვთონაც ახსნეს თავისივე ფრაზაში, როდესაც უთხრეს, რომ კარგად მუშაობ, მაგრამ უნდა წახვიდე, რადგან ამდენი წელია ხარ. მაგ ლოგიკით, მასზე დიდხანს თავად არიან და თვითონ უნდა წავიდნენ. ეგ უნდა ეთქვა მაშინ პაპუაშვილს, მოვიდა უკვე ჩემი წასვლის დრო და შენიცო. ფაქტია, რომ გიორგი კეკელიძეს სწორედ იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას და როცა არ ეთანხმება ამას, თამამად და ღიად გამოხატავს და ამბობს", - აცხადებს დათო ტურაშვილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.
ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა - ეს პოსტი გიორგი კეკელიძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი დატოვა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლების დროა.