გორში ძაღლი დაჭრეს - ცხოველს სანადირო თოფიდან ესროლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრეს - ცხოველს სანადირო თოფიდან გასროლილი ორი ტყვიით მიაყენეს დაზიანებები.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.