აქცია შესაძლოა, პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს - საპატრიარქოს მოწოდება სასულიერო პირებს

13.01.24 14:51
აქცია შესაძლოა, პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს - საპატრიარქოს მოწოდება სასულიერო პირებს

საპატრიარქოს განცხადებით, დღევანდელი რადიკალების აქცია, რომელიც წუთი წუთზე უნდა დაიწყოს პარლამენტის წინ, შესაძლოა დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაიზარდოს, ამიტომაც საპატრიაქრო სასულიერო პირებს მოუწოდებს,  აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ.

ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში. 

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა", - წერს საპატრიარქო.