ქვეყანას სეზონური ვირუსები უტევს - კლინიკები პაციენტებით არის გადავსებული
ქვეყანას სეზონური ვირუსები უტევს - კლინიკები პაციენტებით არის გადავსებული. ბოლო ერთ კვირაში ვითარება დრამატულად არის შეცვლილი. სამედიცინო დაწესებულებში თავისუფალი ადგილები თითქმის შევსებულია.
განსაკუთრებით რთულია ვითარებაა რეგიონებში. ა ტიპის ვირუსით ძირითადად ერთ-წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან. მოზარდებს მაღალი სიცხე, დიარეა და პირღებინება აწუხებთ. ფიქსირდება პნევმონიის შემთხვევებიც.
ექიმები გასცემენ რეკომენდაციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ 1-წლამდე ბავშვს აქვს სიცხე, რომელიც არ ექვემდებარება დაწევას, არის მოთენთილი და არ აქვს მადა, აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.
ექიმები "პირველებთან" ამბობენ, რომ პიკი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში იქნება, როდესაც სასწავლო პროცესი განახლდება და ბავშვების მობილობა გაიზრდება.
ჩვენს სტაციონარში ბოლო პერიოდში მოიმატა პაციენტების მოდინებამ. მოიმატა, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ. უფრო მეტად მომართვიანობა ხდება მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციური მოვლენებით. უფრო წლამდე ბავშვების მოდინებაა გაძლიერებული, რადგან მიდის მაღალი ტემპერატურით ეს ვირუსი, გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, არის ღებინება, გამოხატულია დიარეის მოვლენები, რამდენიმე შემთხვევა იყო პნევმონიით გართულებული", - ამბობს ექიმი.