რადიკალებმა ნატა ფერაძის დაკავების მოთხოვნით თაბუკაშვილის განყოფილებაში განცხადება შეიტანეს

13.01.24 17:06
რადიკალებმა ნატა ფერაძის დაკავების მოთხოვნით თაბუკაშვილის განყოფილებაში განცხადება შეიტანეს

ჯვრებით და ხატებით ხელში, რადიკალური მოძრაობის წევრები მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტიდან მსვლელობით თაბუკაშვილის განყოფილებამდე მივიდნენ.

მათ  სპეციალური განცხადება შეიტანეს პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა ის მუხლი გადააკვალიფიცირონ, რომელიც ნატა ფერაძეს აქვს წარდგენილი.

საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რადიკალები კი მოითხოვენ, რომ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და ის დააკაონ.

ახლა რადიკალები მიემარტებიან საპატრიარქოსთან. როგორც თავად ამბობენ, ისინი პატრიაქრს მიულოცავენ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამის სემდეგ კი გააგრძელებენ გზას მსვლელობით სამების ტაძრისკენ, სადაც მივლენ იმ ხატთან, რომლის ირგვლივაც აჟიოტაჟი ატყდა და მოილოცავენ ხატს.