ცხოვრება ნაღმზე - ასათიანის ქუჩაზე სამ სართულიანი კორპუსი ჩამონგრევის პირასაა

13.01.24 20:29
ცხოვრება ნაღმზე - ასათიანის ქუჩაზე სამ სართულიანი კორპუსი ჩამონგრევის პირასაა

 

 

დაბზარული კედლები, ჩანგრეული იატაკი და დანესტილი ჭერი - ცხოვრება ნაღმზე- ასათიანის ქუჩაზე სამ სართულიანი კორპუსი ჩამონგრევის პირასაა.

 ხალხი ყოველ წუთიერად ტრაგედიის მოლოდინშია. ამ წუთებშიც, მრავალშვილიანი ოჯახები მერიის გამოხმაურებას ელოდებიან.

ყოველი ახალი დღე, ავარიულ სახლებში, ახალი ბზარის გაჩენით იწყება. ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი  მწყობრიდან გამოსული ფიცრის იატაკი, საფრთხის შემცველი ხდება, საშენი მასალები ხალხს თავზე ეყრება.

 თბილისის ცენტრში არსებული ერთი იტალიური ეზოს მაგალითზე, მაყურებელი ნახავს, როგორ ცდილობს ხალხი სიცოცხლის გადარჩენას ყოველდღიურად - დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.