გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს

14.01.24 13:36
გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს

გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს - შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. პოლიცია დამნაშავეს ეძებს. მეპატრონის ცნობით, ძაღლს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. ტყვია კი ზურგში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.