ავარია ბათუმი-ჩაქვის გზაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი

14.01.24 15:50
ავარია ბათუმი-ჩაქვის გზაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს.