ავტოსაგზაო შემთხვევას გორში ქვეითი ემსხვერპლა
გორში, ვერხვების დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,ტვ მონიტორინგი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ფაქტი გუშინ, დევნილების დასახლებაში მოხდა. გარდაცვლილი 70 წლის ქალია, რომელსაც მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქუჩაში, გზაზე გადადიოდა.